суббота, 17 марта 2012 г.

* * * ( გადასახედიდან )

გულს იმედებით ვფერავდი,
ვარდით   მეფინა  სავალი,
ოცნება   მქონდა ფერადი,
ტკივილიც მქონდა  მრავალი...
ფიქრმა სად აღარ  მატარა ,
ფიქრმა რა იცის საზღვარი ?
გაუსაძლისი გამხდარა ,
გამოგონილი  ზრაპარი...
მიჭირს სიჩუმის ატანა ,
დათმენაც მიჭირს ამგვარი ,
იმედი მყოფნის პატარა,
მუხუდოს მარცვლის სადარი.
მისხლობით აიწონება , რაიც იყო და რაც არი ,
ახლა ვხვდები , რომ ცხოვრება
 მართლა ყოფილა   ზ ღ ა პ ა რ ი .
 
 

Комментариев нет:

Отправить комментарий