воскресенье, 18 марта 2012 г.

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახ. N1 საჯარო სკოლა

პროექტის სახელწოდება
,,აკაკი პატარა საქართველოა"
(აკაკი წერეთელი–170)

პროექტის მიზანი:
* დიდი ქართველი პოეტის  აკაკი წერეთლის შემოქმედების გაცნობა,გააზრება.
*  პოეტის ენაზე დაკვირვება
* ქართველი ხალხისა და ქვეყნისადმი პოეტის დამსახურების გააზრება.
* მხატვრული კითხვის უნარ–ჩვევების დახვეწა.

პროექტის მონაწილენი
 მე–5  კლასის მოსწავლეები

პროექტის ხელმძღვანელი
 ინგა ნიკოლეიშვილი – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

პროექტის აქტუალობა
  კლასიკოსი მწერლის  ცხოვრებისა და შემოქმედების  გაცნობა–შესწავლა .
   მოსწავლეთა ესთეტიკური კუთხით განვითარება

პროექტის განხორციელება
  1. აკაკი წერეთლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით  მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ–მუსიკალური კომპოზიცია ,, აკაკი პატარა საქართველოა" , რომელიც ა.წერეთლის პოეზიის მიხედვით იყო გააზრებული.
  2. კომპოზიციის ნაწილი დაეთმო პოეტის ბიოგრაფიის ამსახველ ეპიზოდებს: საჩხერეში , სოფელ სავანეში , გიმნაზიაში , აკაკის ბავშვობა , დედ–მამა ,მოღვაწეობა ,მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში , სიცოცხლის ბოლო წლები .
  3. კომპოზიციის ნაწილი დაეთმო მოსწავლეების მიერ გამომეტუველებით წაკითხულ ლექსებს .
  4. შესრულდა პოეტის ლექსებზე შექმნილი  სიმღერები : ,,სულიკო'' , ,, ჩონგურს სიმები გავუბი ''... ფორტეპიანოზე შესრულდა კლასიკური ნაწარმოებები .
  5. საღამოს ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები ,პედაგოგები , მოწვეული სტუმრები .
     6 .შეჯამდა ლიტერატურულ–მუსიკალური კომპოზიცია ,,აკაკი პატარა საქართველოა '' .
  პროექტის შედეგები :
  1. მოსწავლეებმა შეისწავლეს აკაკი წერეთლის შემოქმედება და ცხოვრებისეული ეპიზოდები
  2. გამოუმუშავდათ  მხატვრული კითხვის უნარები .
     3. გამოიმუშავეს სცენაზე თამაშის უნარ–ჩვევები .   

 პროექტის შესრულების თარიღი :  28 .10 .2011 .

суббота, 17 марта 2012 г.

* * * ( გადასახედიდან )

გულს იმედებით ვფერავდი,
ვარდით   მეფინა  სავალი,
ოცნება   მქონდა ფერადი,
ტკივილიც მქონდა  მრავალი...
ფიქრმა სად აღარ  მატარა ,
ფიქრმა რა იცის საზღვარი ?
გაუსაძლისი გამხდარა ,
გამოგონილი  ზრაპარი...
მიჭირს სიჩუმის ატანა ,
დათმენაც მიჭირს ამგვარი ,
იმედი მყოფნის პატარა,
მუხუდოს მარცვლის სადარი.
მისხლობით აიწონება , რაიც იყო და რაც არი ,
ახლა ვხვდები , რომ ცხოვრება
 მართლა ყოფილა   ზ ღ ა პ ა რ ი .