понедельник, 16 мая 2016 г.

ინტელის პროექტი

ადამიანი და ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში

კურსის რეფლექსია ---
ინტელის პროექტის  ფარგლებში მე შევისწავლე :
სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა .
პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე .
სასწავლო პროექტის დაგეგმვა .
მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვების  ფორმულირება , რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას .
შეფასების  განსაზღვრა მოსწავლეთა  საჭიროებების  დასადგენად .
მოსწავლეთა პროექტების შეფასება .
მოვახდინეთ ელ. პორთფოლიოს პრეზენტაცია და კოლეგებმა ერთმანეთს  გავუზიარეტთ გამოცდილებები სასწ. პროექტის  ფარგლებში.

воскресенье, 18 марта 2012 г.

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახ. N1 საჯარო სკოლა

პროექტის სახელწოდება
,,აკაკი პატარა საქართველოა"
(აკაკი წერეთელი–170)

პროექტის მიზანი:
* დიდი ქართველი პოეტის  აკაკი წერეთლის შემოქმედების გაცნობა,გააზრება.
*  პოეტის ენაზე დაკვირვება
* ქართველი ხალხისა და ქვეყნისადმი პოეტის დამსახურების გააზრება.
* მხატვრული კითხვის უნარ–ჩვევების დახვეწა.

პროექტის მონაწილენი
 მე–5  კლასის მოსწავლეები

პროექტის ხელმძღვანელი
 ინგა ნიკოლეიშვილი – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

პროექტის აქტუალობა
  კლასიკოსი მწერლის  ცხოვრებისა და შემოქმედების  გაცნობა–შესწავლა .
   მოსწავლეთა ესთეტიკური კუთხით განვითარება

პროექტის განხორციელება
  1. აკაკი წერეთლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით  მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ–მუსიკალური კომპოზიცია ,, აკაკი პატარა საქართველოა" , რომელიც ა.წერეთლის პოეზიის მიხედვით იყო გააზრებული.
  2. კომპოზიციის ნაწილი დაეთმო პოეტის ბიოგრაფიის ამსახველ ეპიზოდებს: საჩხერეში , სოფელ სავანეში , გიმნაზიაში , აკაკის ბავშვობა , დედ–მამა ,მოღვაწეობა ,მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში , სიცოცხლის ბოლო წლები .
  3. კომპოზიციის ნაწილი დაეთმო მოსწავლეების მიერ გამომეტუველებით წაკითხულ ლექსებს .
  4. შესრულდა პოეტის ლექსებზე შექმნილი  სიმღერები : ,,სულიკო'' , ,, ჩონგურს სიმები გავუბი ''... ფორტეპიანოზე შესრულდა კლასიკური ნაწარმოებები .
  5. საღამოს ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები ,პედაგოგები , მოწვეული სტუმრები .
     6 .შეჯამდა ლიტერატურულ–მუსიკალური კომპოზიცია ,,აკაკი პატარა საქართველოა '' .
  პროექტის შედეგები :
  1. მოსწავლეებმა შეისწავლეს აკაკი წერეთლის შემოქმედება და ცხოვრებისეული ეპიზოდები
  2. გამოუმუშავდათ  მხატვრული კითხვის უნარები .
     3. გამოიმუშავეს სცენაზე თამაშის უნარ–ჩვევები .   

 პროექტის შესრულების თარიღი :  28 .10 .2011 .

суббота, 17 марта 2012 г.

* * * ( გადასახედიდან )

გულს იმედებით ვფერავდი,
ვარდით   მეფინა  სავალი,
ოცნება   მქონდა ფერადი,
ტკივილიც მქონდა  მრავალი...
ფიქრმა სად აღარ  მატარა ,
ფიქრმა რა იცის საზღვარი ?
გაუსაძლისი გამხდარა ,
გამოგონილი  ზრაპარი...
მიჭირს სიჩუმის ატანა ,
დათმენაც მიჭირს ამგვარი ,
იმედი მყოფნის პატარა,
მუხუდოს მარცვლის სადარი.
მისხლობით აიწონება , რაიც იყო და რაც არი ,
ახლა ვხვდები , რომ ცხოვრება
 მართლა ყოფილა   ზ ღ ა პ ა რ ი .